Saturday, April 20, 2019

მასწავლებლებისათვის
კონფერენცია  ,, უკეთესი განათლებისათვის''
გიზიარებთ ჩემს თემას ,, კონფლიქტისა და ძალადობის მიზეზები და მისი დაძლევის გზები''


                                      სსოპ ქალაქ გორის N4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების    პედაგოგი   ნინო ოქროპირიძე   
                                                                    2019 წელი. 20 აპრილი.
კონფლიქტისა  და ძალადობის  მიზეზები და მისი დაძლევის გზები
     არ არის ადვილი, ჩამოვუყალიბოთ მოზარდს ქცევის თვითმართვის უნარ–ჩვევები, რაც მოსწავლეთათვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. არ რის ადვილი უზრუნველვყოთ მოსწავლის ადეკვატური ქცევა კლასსა და სკოლაში. კიდევ უფრო რთულია, ვასწავლოთ მოსწავლეს, თუ როგორ აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე.
     ზოგჯერ მოსწავლეები ფიქრობენ, რომ მიზნის მისაღწევად ძალის გამოყენებაა საჭირო, რაც   მათი აზრით, დასაშვები  და მისაღები ხერია. ჰგონიათ, თუ სასურველი მიზნის მისაღწევად დაბრკოლება შეხვდებათ,  საჭიროა ძალადობა.  წინააღმდეგ შემთხვევაში  თანატოლებმა  ეს  შეიძლება სისუსტედ  ჩაუთვალონ და დაჩაგრონ.
     მოზარდებს არ აქვთ საკმარისი სოციალური უნარ–ჩვევები, რის ნაკლებობაც გამოიხატება კომუნიკაციაში, გადაწყვეტილებების მიღებასა და თვითმართვის უნარ–ჩვევებში. ამის გამო ისინი ვერ ახაერხებენ ააგონ და შეინარჩუნონ პოზიტიური ურთიერთობები  სოციუმთან. მათ არ იციან, როგორ გამოხატონ ემოცია, მაგალითად სიბრაზე. მოზარდები, რომლებიც ვერ ერევიან საკუთარ გრძნობებს და არ იციან საკუთარი ბრაზის მართვა, კონფლიქტის და ჩხუბის მონაწილეები ხდებიან.
     არის შემთხვევები, როცა  განსხვავებულ აზრ  გაბრაზება და ცხარე კამათი მოსდევს. ამას კონფლიქტს უწოდებენ. კონფლიქტი შეიძლება ჩხუბშიც გადაიზარდოს და მას ყვირილი, ხელის კვრა, დამამცირებელი სიტყვებით მიმართვა და  შეურაცხყოფის მიყენება მოჰყვეს. საბოლოოდ, ყველა ზარალდება, შეთანხმება ვერ ხერხდება, ადამიანებს გულისტკენა, წყენა და  სევდა ეუფლებათ. კონფლიქტმა და ჩხუბმა, შესაძლოა, მეგობრებიც დააშოროს ერმანეთს.
ძალადობის გამომწვევ მიზეზებს შორის გამოირჩევა შემდეგი:
·         ხშირი ოჯახური კონფლიქტები.
·         ცხოვრების წესი.
·         დაბალი ეკონომიური შემოსავალი.
·         მშობლები, რომლებიც  ბავშვობაში თვითონ იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი.
·         დანგრეული ოჯახები.
     სამწუხაროდ,  ბულინგის მსხვერპლნი ხსირად ხდებიან მოსწავლეები მათივე თანატოლების მიერ.
     სკოლაში აგრესიამ სხვადასხვა ფორმა შეიძლება მიიღოს. იგი შეიძლება გამოიხატოს პერიოდული კინკლაობით, სიტყვიერი ან ფიზიკური შევიწროვებით,  სხვადასხვა ნივთების წართმევით, შეურაცხმყოფელი მეტსახელების შერქმევით, აბუჩად აგდებით, ფულის წართმევით  და ა. შ.  თუ აგრესია დიდი ხნის მანძილზე  ვლინდება, იგი სერიოზულ კვალს ტოვებს მოზარდის ფსიქიკაზე. მსხვერპლს შეიძლება ჩამოუყალიბდეს არასრულფასოვნების კომპლექსი, დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა და მღელვარების გამო გაუარესდეს მისი აკადემიური მაჩვენებელიც.  
     ემოციური ძალადობის მსხვერპლი მოზარდი ხდება პასიური, არ ავლენს ინიციატივას, გააჩნია დაბალი თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის ნაკლებობა. აგრესორს კი უყალიბდება ანტისაზოგადოებრივი მიდრეკილებები.
    ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, მოსწავლეები უნდა დავარწმუნოთ, რომ აგრესია არ არის კონფლიქტის  მოგვარების ეფექტური გზა.
     სიტყვა კონფლიქტი ლათინური სიტყვაა და  ,,შეჯახებას“ ნიშნავს. კონფლიქტი ჩნდება მაშინ, როცა ორი ან მეტი პიროვნების, ჯგუფისა თუ გარკვეული მხარეების მიზნები, ქმედებები და ღირებულებები ერთმანეთს ვერ ეთავსება. კონფლიქტს იწვევს აზრთა სხვადასხვაობაც.
     კონფლიქტი შეიძლება იყოს შინაგანი და გარეგანი. შინაგანია კონფლიქტი, როცა ადამიანში ორი საპირისპირო განცდა ან შეხედულება ებრძვის ერთმანეთს. გარეგანია კონფლიქტი, როდესაც ორი პიროვნება  ან პიროვნებათა ჯგუფი უპირისპირდება ერთმანეთს.
     კონფლიქტის არსებობა ბუნებრივი, ყოველდღიური მოვლენაა და მისი მოგვარების საუკეთესო გზა კონსტრუქციული გადაწყვეტაა, რაც  გულისხმობს კონფლიქტების მოგვარებას მოლაპარაკებითა და კომპრომისზე წასვლის გზით. 
     კონფლიქტის არსებობა  პრობლემად იქცევა მხოლოდ მაშინ, როცა ვერ ვახერხებთ სიტუაციის გაკონტროლებას, როცა კონფლიქტის შედეგად ერთ–ერთი მხარე მაინც ზარალდება. თუ მოსწავლემ არ იცის კონფლიქტის მოგვარების გზები, მოსლოდნელია, რომ მან აგრესიასა და ძალადობას მიმართოს.
     როგორც უკვე აღვნიშნე, ბევრი მოზარდისთვის სიტყვიერი თუ ფიზიკური აგრესია პრობლემების მოგვარების ერთ–ერთი გზაა, რადგანაც  ისინი შექმნილი სიტუაციიდან  თავის დაღწევის  სხვა გზას ვერ ხედავენ.
     სტატისტიკის მიხედვით, მოსწავლეთა უმრავლესობას საკუთარ თავზე გამოუცდია თანატოლთა აგრესიის  გამოვლინება რაიმე ფორმით. ესენია:  დაცინვა როგორც სიტყვიერი , ის  ჟესტით და მიმიკით  გამოხატული, ჭორის გავრცელება,  დამამცირებელი ზედმეტი სახელების შერქმევა, ე.წ. ,, სტიგმა“.
      აგრესიის ასეთი ფორმებით ემოციური ძალადობა  არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე ფიზიკური.
     რა უბიძგებს ბავსვებს ძალადობისაკენ? ამ კითხვაზე  ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ამის მიზეზი მრავალია. მაგალითად: აღზრდის დეფიციტი, ძალადობა ოჯახში,  ტელევიზიითა და  სოციალურ ქსელებში ისეთი ფილმებისა და გადაცემების ჩვენება, რომელშიც  ასახულია ძალადობა, დაუნდობლობა და სისასტიკე. ასევე, განათლების დაბალი დონე და სხვა. ამას ემატება თვითდამკვიდრებისაკებ სწრაფვა  თავისზე  სუსტი თანატოლების დაშინების, დამორჩილებისა და დაჩაგვრის ხარჯზე.
     კონფლიქტის მიზეზები შეიძლება იყოს, აგრეთვე, დასჯის მკაცრი მეთოდები ოჯახში, აღზრდისა და განათლების  დეფიციტი, ბავშვის აღზრდაში მშობლების ნაკლები ჩართულობა, პრობლემის პოზიტიური მოგვარების არ ცოდნა და სხვა.
     კონფლიქტისა და ძალადობის შედეგები შეიძლება გამოიხატოს შემდეგი ფორმით: აკადემიური მოსწრების გაუარესებით,  თვითშეფასების დაქვეითებით, სკოლაში სიარულზე  უარის თქმქით, სტრესით, დეპრესიითა და  ემოციური  აშლილობით.
     ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩნდება კითხვა,
როგორ გადავჭრათ კონფლიქტი?
     კონფლიქტის მოსაგვარებლად უმთავრესია, მოვახერხოთ დაპირისპირებულ მხარეთა შორის მოლაპარაკება, რაც გულისხმობს  სიტუაციის შეფასებას.  უნდა მოვახერხოთ და  გავარკვიოთ,  თუ ვინ არის დამნაშავე, რამდენად სამართლიანია სიტუაცია და სხვა. ამის შემდეგ შეგვიძლია მნიშვნელოვნად განსაზღვროთ კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიები.
     მოლაპარაკების საშუალებით ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული, ზოგჯერ კი საწინააღმდეგო საჭიროებები და ინტერესები აქვთ, შეთანხმებამდე მისვლას ახერხებენ. მართალია, თავიდან ორივე მხარე მოგებას ცდილობს, საბოლოოდ, მაინც ორივესთვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე მიდიან.მოლაპარაკება უნდა დაიწყეთ იმ მოსაზრებით,, რომ პრობლემის გადაწყვეტის რამდენიმე გზა არსებობდე, რომელიც შეიძლება ორივე მხარსთვის მისაღები იყოს.
     კითხვაზე: თუ როგორ უნდა აღმოვფხვრათ  ძალადობისა და კონფლიქთის პრევენცია, პასუხი ცალსახაა. მოსწავლეებს უნდა განუვითაროთ თვითცნობიერება ანუ უნდა ვასწავლოთ საკუთარი თავის შეცნობა, რათა  მათ  მართონ საკუთარი ემოციები; ამოვაცნობინოთ თავიანთი ინტერესების სფეროები და ფასეულობები, რათა ზუსტად შეაფასონ საკუთარი ძლიერი მხარეები; გავხადოთ მოსწავლეები თვითდაჯერებულები და ჩავუსახოთ მათ მომავლის იმედი.
     სკოლაში  ძალადობის პრევენციას ხელს შეუწყობს შემდეგი აქტივობები:  ბავშვის  პრობლემისადმი პოზიტიურად  მიდგომა, მეთოდების  ცოდნა და  ბრაზის მართვის უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება.
     იმისათვი რომ შესაძლებელი გახდეს ძალადობის პრევენცია,  აუცილებელია სკოლაში ტოლერანტული გარემოს  შექმნა, პოზიტიური და მზრუნველი  საკლასო და  სასკოლო გარემო, სადაც მოსწავლე თავისუფლად  და უსაფრთხოდ იგრძნობს თავს.
     ,,სასწავლო მზრუნველი გარემოა სივრცე, სადაც წევრები თავს გრძნობენ დაფასებულად, ურთიერთობენ ერთმანეთთან და ხელს უწყობენ ერთმანეთის  წინსვლასა და განვითარებას“–  ამბობს ერიკ შაფსი და მართლაც, მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად  უნდა  ადგენდეს ქცევის წესებს და უხსნიდეს, თუ რა არის დასაშვები და რა არა. განსაკუთრებული ყურადრება უნდა გამახვილდეს და თვალსაჩინო ადგილას გამოიკრას  შემდეგი  ფრაზა:  ,,მოექეცი სხვებს ისე, როგორც გსურთ, რომ მოგექცნენ თქვენ“.
    სკოლაში ძალადობის პრევენცისსა და მოზარდებს შორის ტოლერანტობის ჩამოსაყალიბებლად  კარგად უნდა ვიცნობდეთ მოსწავლის ასაკობრივ თავისებურებებს.  პრობლემის გაჩენის შემთხვევისთანავე  უნდა განისაზღვროს პრობლემის არსი და შევაძლებინოთ მოსწავლეს მის აღიარება. კლასგარეშე მუშაობა  და სადამრიგებლო საათი უნდა დაეთმოს ძალადობის პრევენციის აქტივობებს. ერთ–ერთი აქტივობა, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება, არის თავდაჯერებულობის უნარ–ჩვევების განვითარება,  მოსწავლე უნდა დავაფიქროთ შემდეგ საკითხებზე:  რა უნარებს ფლობენ  და რა შეუძლიათ კარგად?  როგორ მოქმედებენ ისინი საკუთარი თავისთვის და სხვისთვის დადებთი შედეგების მოსატანად,  როგორ გამოხატონ საკუთარი თავისადმი და სხვის მიმართ პატივისცემა?
     მასწავლებლის ვალია, ხელი შეუწყოს თვითდაჯერებულობის განვითარებას. ამისათვის მან ხშირად უნდა გაამახვილოს ყურადღება მოსწავლის უნარებსა და შესაძლებლობებზე, მის დადებით თვისებებზე. ხშირად უნდა წავახალისოთ და გავამხნევოთ. ავუხსნათ,  რომ გვჯერა  მათი და ყოველთვის  ერთგულ მეგობრად გვიგულონ.
     თვითდაჯერებულ ადამიანს შესწევს უნარი პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდეს  სხვების მიმართ. ასეთი ადამიანები ადვილად იძენენ მეგობრებს. გააჩნიათ ემპათიის უნარი და შეუძლიათ დაეხმარონ სხვებს. ასეთი ტიპის ადამიანი ნაკლებ კონფლიქტურია და,შესაბამისად, ასე აღზრდილი მოსწავლე სოციუმში  დაიმკვიდრებს თავს  და სარგებელს მოუტანს  საზოგადოებას.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.       სასწავლო და პროფესიული გარემო. საქარტველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 2010 წელი.   ,,კონფლიქტების მოგვარება“                       ( ნ. ნიჟარაძე)
2.      სასწავლო და პროფესიული გარემო. საქარტველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 2010 წელი.   ,,ქცევის თვითმართვა“(ნ, ნიჟარაძე)
3.      სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერენტული კულტურის ხელშეწყობა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2016 წელი.

No comments:

Post a Comment