Thursday, July 11, 2019

მასწავლებლებისთვის


   გიზიარებთ ჩემი პედაგოგიური პრქტიკის კვლევის ანგარიშს: 

 სსიპ ქალაქ გორის N4 საჯარო სკოლის  დაწყებითი კლასების  პედაგოგის ნინო ოქროპირიძის მიერ  2018-2019  სასწავლო ელს  განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში.  
  საკვლევი თემა:
    ,, ტექსტის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული სირთულეები IV  კლასში და მათი დაძლევის გზების დადგენა ’’


Tuesday, July 9, 2019

კოლეგებისთვის

გიზიარებთ ჩემ მიერ ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილის გეგმას და რეფლეფსიას ქართულ ენაში  IV კლასისთვის.

                                             სამოდელო  გაკვეთილის  გეგმა
მასწავლებელი:   ნინო ოქროპირიძე
პ/ნ 

გაკვეთილის მიზანი
  შემოქმედებითი უნარების პრეზენტაციის, მსჯელობისა და კრიტიკული ანალიზის ჩვევების  განვითარება.

მისაღწევი შედეგები
Ø  პერსონაჟთა გახმოვანება შესაბამისი ტემბრით, ინტონაციით, ჟესტებისა და მიმიკის გამოყენებით;
Ø  როლური თამაშის ორგანიზება,  იმპროვიზაციის გათამაშება;
Ø  მინიდისკუსია მხატვრული ნაწარმოების შესახებ;

გაკვეთილის თემა
ვაჟა–ფშაველას მოთხრობა  ,,სათაგური“

საგანი
ქართული ენა

კლასი (სამიზნე ჯგუფი)
დაწყებითი. IV კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა
23მოსწავლე ( მათ შორის 1 სსსმ)

სამუშაო ენა
ქართული

აქტუალობა
დაწყებით კლასებში ჯერ კიდევ კარგად არ აქვთ განვითარებული წაკითხული ტექსტის გაგება–გააზრების უნარ–ჩვევები, რაც იწვევს მოსწავლეთა ნაწილის სწავლისადმი დემოტივაციას და თვითრეალიზაციის დაქვეითებას.

სამოდელო გაკვეთილის ტიპი
გამჭოლი კომპეტენციები-წიგნიერება

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან/სტანდარტთან შესაბამისობა ...
ქართ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.

გაკვეთილის მსვლელობა/ დაგეგმილი აქტიობები

                                     
                                         2წთ.



                                       8წთ.





















                           20წთ.









                             10წთ.



გაკვეთილი დაიწყება მისალმებით. მოსწავლეები გაეცნობიან მიზნებსა და  წესებს, თუ როგორ უნდა წარიმართოს ეს გაკვეთილი. განემარტებათ, რომ შეფასდებიან ჩემ მიერ განმავითარებელი და  თანაკლასელების მიერ  შემდეგი კრიტერიუმებით: შემოქმედებითობა, სამეტყველო ენა და  დისკუსიაში ჩართულობა.  (დანართი 1)
აქტივობა  1. 

ამ აქტივობაში მოსწავლეები ისაუბრებენ შემდეგ  კითხვებზე:
        რომელ მწერლებს გაიხსენებთ?
         რა ვიცით ვაჟა–ფშაველას შესახებ?
        ვაჟას–ფშაველას რომელ ნაწარმოებებს გაიხსენებთ?
        დღევანდელი გაკვეთილისთვის რომელი ნაწარმოები შევარჩიეთ და რატომ?

მოსწავლეებს, მათ მიერ შერჩეული მოთხრობა   ,, სათაგური“  უნდა კარგად წაეკითხათ, ჩემი დახმარებით დაეწერათ სცენარი, გადაენაწილებინათ როლები, შეესწავლათ დიალოგები, ეზრუნათ ჩაცმულობასა და იერსახეზე, გაეფორმებინათ სცენა და სპექტაკლის სახით წარედგინათ აუდიტორიისათვის.

აქტივობა  2.
ამ აქტივობაში მოხდება  როლური თამაში, სადაც მოსწავლეების ერთი ნაწილი განასახიერებს იმ პერსონაჟებს რომელიც განაწილებისას აირჩიეს შეთანხმების გზით და მეორე ნაწილი კი შეასრულებს დამკვირვებლის ანუ ექსპერტის ფუნქციას. აქვე მათ განემარტებათ მათი მოვალეობები.

როლი სსსმ–სთვის:  სტუმრების როლში ერთ–ერთი სტუმარი.

აქტივობა  3.
ეს აქტივობა დაეთმობა შეფასება–განხილვას დისკუსიის ფორმით.

სადისკუსიოდ შერჩეული კითხვები:

–თქვენ მიერ არჩეული პერსონაჟის რა თვისებები მოგწონთ, ან არ მოგწონთ და რატომ?
–ხომ არ გგავთ, ან რა საერთოს  ხედავთ მასში?
–როლის შესრულებისას  ფიქრობდით თუ არა ამ პერსონაჟის განცდებზე და საქციელზე? რას შეცვლიდით მასში?
–ემხრობით, ან არ ემხრობით მწერალ ვაჟა–ფშაველას, რომელმაც ასეთი           გადაწყვეტილება  მიაღებინა ესტატეს და რატომ?
–როგორ გგონიათ, ეს დღე ,,საუფლო დღე“ რომ არ ყოფილიყო, თაგვები, რომლებიც რაღაცით მაინც ზიანის მომტანნი არიან ადამიანებისთვის, იმსახურებენ  თუ არა   სიცოცხლის უფლებას და რატომ?
–ხომ ვერ გაიხსენებთ რომელიმე ნაწარმოებს ან რეალურ ამბავს, რომელიც ცხოველების დაჭერასა და დახოცვას ეხება.

 დასრულებისას ექსპერტი მოსწავლეები  შეაფასებენ კრიტერიუმებით, რომელიც მოცემულია დანართში 1. მასწავლებელი კი გამოიყენებს განმავითარებელ შეფასებას.  ბოლოს მოხდება საშინაო დავალების მიცემა:  თხზულება ,,როგორ გააგრძელებდნენ თაგვები ცხობრებას“? (თქვენეული ვერსია)

კლასის ორგანიზების ფორმა/სტრატეგიები
როლური თამაში
დისკუსია

გამოყენებული რესურსები
ვაჟა–ფშაველას მოთხრობის წიგნიდან ნაწარმოები  ,,სათაგური“, ფურცლები, კალმები, პერსონაჟებისთვის შესაბამისი ტანსაცმელი და სცენის გასაფორმებლად საჭირო ნივთები, პროექტორი სცენარისთვის ტყის იმიტაციის საჩვენებლად.

შეფასება/მეთოდები
განმავითარებელი  კომენტარი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
შემოქმედებითობა, სამეტყველო ენა და დისკუსიაში ჩართულობა.
მოსწავლე ექსპერტთა ჯგუფის მიერ როლებში მონაწილე მოსწავლეების შეფასება.






ჩატარების დრო:   4.04.2019 წ.

დანართი  N 1
კრიტერიუმი
მაღალი
საშუალო
დაბალი
მოსწავლეს შეუძლია  აუდტორიის წინაშე წარდგენა და შემოქმედებითი,  გამართული მეტყველებისა და შესატყვისი მიმიკების  უნარის გამოვლენა.
აქტიურად მონაწილეობს და  ავლენს  შემოქმედებით, სამეტყველო ენასა და მიმიკების უნარს აქტივობაში.
შეუძლია საშუალო დონეზე გამოავლინოს შემოქმედებითობის, სამეტყველო ენისა და მიმიკების უნარი აქტივობაში.
შეუძლია სუსტად გამოავლინოს შემოქმედებითობის, სამეტყველო ენისა და მიმიკების უნარი აქტივობაში.

მოსწავლის სახელი, გვარი.















კრიტერიუმი
მაღალი
საშუალო
დაბალი
შეუძლია   პერსონაჟის განცდებისა და  საქციელის განსჯის უნარი და დისკუსიაში ჩართულობა
აქტიურად შეუძლია გამოავლინოს პერსონაჟის განცდებისა და  საქციელის განსჯის უნარი. ჩართულია აქტიურად დისკუსიაში.
სჭირდება დახმარება გამოავლინოს პერსონაჟის განცდებისა და  საქციელის განსჯის უნარი. ნაკლებად აქტიურია დისკუსიაში.
 დახმარებითაც უჭირს გამოავლინოს პერსონაჟის განცდებისა და  საქციელის განსჯის უნარი. არ მონაწილეობს დისკუსიაში.
მოსწავლის სახელი, გვარი




















 სამოდელო  გაკვეთილის რეფლექსია

IVა ლკასში ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენაში. გაკვეთილის ტიპი იყო გამჭოლი კომპეტნციებიდან წიგნიერება.  გაკვეთილი ჩატარდა არატრადიციულ გარამოში  სააქტო დარბაზში სცენის გამოყენებით.
გაკვეთილის თემად ავირჩიე ვაჟა–ფშაველას მოთხრობა ,, სათაგური “, რომელიც მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ როლური თამაშით.
გაკვეთილის მიზანი იყო: შემოქმედებითი უნარების პრეზენტაცია, მსჯელობისა და კრიტიკული  ანალიზის უნარის წარმოჩენა დისკუსიის დროს.
ამ გაკვეთილის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე მოსწავლეებმა წაიკითხეს ვაჟა–ფშაველას მოთხრობები და მათგან  შეარჩიეს ,, სათაგური“. შემდეგ ჩემი დახმარებით დაწერეს სცენარი, შეთანხმებით გაინაწილეს როლები, დაისწავლეს, იზრუნეს  სცენის გაფორმებისა და როლის შესაბამისი  ჩაცმულობისათვის. სამმა მოსწავლემ სცენა გააფორმა  შინაარსიდან გამომდინარე.
გავეთილი დავიწყე  შეკითხვით თუ რა იცოდნენ ვაჟა–ფშაველას ბიოგრაფიიდან და რომელი ნაწარმოები წაუკითხავთ მისი შემოქმედებიდან. შემდეგ ყურადღება გავამახვილეთ მოთხრობა ,,სათაგურზე“ და ვთხოვე  მოსწავლეთა ერთ ნაწილს წარმოედგინათ როლეური თამაში, ხოლო მეორე ნაწილს კი დაევალა შეესრულებინა ექსპერტთა ფუნქფიები. მათ განემარტათ მოვალეობები.
მოსწავლეებმა აქტიურად შეასრულეს მორგებული როლები, რის შემდეგაც გაიმართა  დისკუსია  თუ რომელი პერსონაჟის როლის შესრულება აირჩიეს და რატომ? რა თვისებებით დაახასიათებდნენ ამ პერსონაჟს, რა მოსწონდათ ან არ მოსწონდათ მასში, ხომ არ ჰგავდათ ხასიათით ეს პერსონაჟი? 
ამ საკითხებზე ამომწურავი პასუხების მიღების შემდეგ მოსწავლეებს მივმართე  შეკითხვით: ემხრობოდნენ თუ არა მწერალ ვაჟა–ფშაველას, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიაღებინა ესტატეს. მოსწავლეებმა ისაუბრეს  და გამოიტანეს დასკვნა იმის შესახებ , რომ სიცოცხლის უფლება ყველას აქვს და  ნაწარმოების  პერსონაჟმა ესტატემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა თაგვს სიციცხლე შეუნარჩუნა.  მოსწავლეებმა გაიხსენეს შესწავლილი ნაწარმოებები და ცხოვრებისეული მაგალითები, სადაც ცხოველებზე ძალადობასა და მათი სიცოცხლის მოსპობაზე იყო საუბარი.
გაკვეთილის ბოლო ნაწილი დაეთმო მოსწავლე ექსპერტების  მიერ როლეში მყოფი მოსწავლეების შეფასებას შემდეგი  კრიტერიუმების მიხედვით: შემოქმედებითობა, სამეტყველო ენა და ჟესტიკულაცია, ასევე სათანადო მსჯელობა დისკუსიის დროს.
აქტივობების დროს  ვცდილობდი მოსწავლეებისთვი მიმეცა აქტიური მოქმედების საშუალება, რათა სრულად და თავისუფლად წარმოეჩინათ თავი. ვფიქრობ, გაკვეთილის მიზანი შესრულდა.
შემდეგ მივეცი საშინაო დავალება  გარკვეული  ახსნა – განმარტებებით.
გაკვეთილის პროცესი დისციპლინური  დარღვევები არ გამოვლინებულა, თუმცა რამდენიმე მოსწავლე მსმენელის როლში დარჩა და მინიმალურად ჩაერთო სასწავლო პროცესში, რაც ჩემი გაკვეთილის მთავარ ხარვეზად მიმაჩნია.
 გაკვეთილის  გეგმის  მოდიფიცირება, ობიექტური მიზეზის გამო, მცირე ცვლილებით წარიმართა, რაც გამოიხატა იმაში, რომ სსსმ მოსწავლე გაკვეთილზე  არ გამოცხადდა და მისთვის დაგეგმილი აქტივობები  აღარ გამოვიყენე. 
გაკვეთილზე დამსწრე შეფასების ჯგუფმა დაინახა  ჩემს მოსწავლეებში  შემოქმედებთი,  ანალიზისა და საკუთარი აზრის არგუმენტირებულად გამოთქმის უნარები.  ვფიქრობ, ჩემი კოლეგების მიერ, ასეთი ტიპის გაკვეთილის ჩატარება სხვა კლასის  მოსწავლეებისთვისაც სახალისო და მოტივაციის ამაღლების ხელშემწყობია  და შედეგზე გასვლის  ერთ–ერთი საშუალება იქნება.