თანამედროვე
სწავლების რამდენიმე მეთოდი
ნინო ოქროპირიძე
სტატია მომზადდა
განათლების საერთაშორისო აკადემია IAE -ს საუნივერსიტეტო კონფერენციაზე წარსადგენად.
განათლების რეფორმის ერთ-ერთი მიზანი მოაზროვნე, აქტიური მკითხველის ჩამოყალიბებაა. ამისთვის ზრუნვა სწავლების ადრეული საფეხურიდანვე უნდა დავიწყოთ. თუ ბავშვს იმთავითვე გავუღვივეთ კითხვის სიყვარული, ის მას მთელი ცხოვრება გაჰყვება. კითხვა მოზარდს საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობაში ეხმარება. კარგ მკითხველად ჩამოყალიბებას ხელი უნდა შევუწყოთ ქართულის გაკვეთილზე.
ეროვნულ
სასწავლო გეგმაში
ვხედავთ, რომ
წიგნიერება პირველ
ადგილზეა პრიორიტეტულ
გამჭოლ კომპეტნციათა
შორის. წიგნიერება
ვიწრო
გაგებით ნიშნავს
კითხვისა და
წერის ცოდნას,
ფართო გაგებით,
იგი მოიცავს
მრავალფეროვანი ჟანრის,
სტილის, თემატიკის
ტექსტების შექმნას,
განხილვას, გადამუშავებასა
და სხვადასხვა
კონტექსტში გამოყენების
უნარებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე მასწავლებელმა
სწორად
და
მიზანმიმართულად
უნდა
შეარჩიოს
ინტერაქტიური
სწავლების
მეთოდები,
სტრატეგიები
და
აქტივობები.
მოსწავლეზე
ორიენტირებული
ინოვაციური
საგანმანათლებლო
მეთოდებისა
და
აქტივობების
გამოყენება
მნიშვნელოვან
როლს
ასრულებს
მაღალი
სააზროვნო
უნარების:
ანალიზისა
და
სინთეზის,
კრიტიკული
აზროვნების,
პრობლემის
გადაჭრისა
და
გადაწყვეტილების
მიღების,
შემოქმედებითობის
განვითარებაში.
კვლევებით
დადგენილია, რომ ის მკითხველები, რომლებიც კითხვისას მრავალ კოგნიტურ სტრატეგიებს,
მათ შორის, წაკითხულის სცენარებით წარმოსახვასა
და წარმოდგენას იყენებენ, რაც გულისხმობს მოქმედებების, სიტუაციების ვიზუალიზაციას
ან პერსონაჟების გათავისებას, ძლიერი უნარებით გამოირჩევიან და ადვილად ართმევენ თავს ტექსტის გააზრებას. მათ, ტექსტის წაკითხვისას უჩნდებათ კითხვები, ცდილობენ გამოასწორონ დაშვებული შეცდომები და თავიდან გასცენ სწორი პასუხები,
კითხვისას აკონტროლებენ, რა გაიგეს და რა ვერა, წაკითხულს კრიტიკულად იაზრებენ, შეუძლიათ
წაკითხულის შეჯამება, შეფასება და ვარაუდების გამოთქმა.
სასწავლო პროცესს საინტერესოსა და
ხალისიანს ხდის სიმულაციისა და
,,როლური თამაშების’’
გამოყენება. მოსწავლეებს
მოსწონთ, როცა
პრობლემებს თვითონ წყვეტენ და
გადაწყვეტილებასაც იღებენ სიმულაციის გზით,
რადგან
ამ დროს
ხდება პიროვნების პრობლემის
ემოციურ დონეზე
გათავისება, საკითხის
ღრმა წვდომა
და ხანგრძლივი
დროით დამახსოვრება,
თანაგანცდა ანუ ემპათია, წარმოსახვის
უნარის განვითარება,
ინფორმაციის შეფასება,
ანალიტიკური და
კრიტიკული აზროვნების
განვითარება.
,,როლური
თამაშების’’ დასრულების
შემდეგ აუცილებლად
უნდა მოხდეს
ჩატარებული სამუშაოს
შეჯამება-განხილვა.
სასურველია წინასწარ
შემუშავებული წესების
დაცვით დისკუსიის
გამართვა. დისკუსია
ინტერაქტიური სწავლების
ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი მეთოდია,
რომელიც ტრადიციული
მეთოდებით სწავლებისგან
განსხვავებით, არგუმენტებზე
და კონტრარგუმენტებზე დაყრდნობით სწორი დასკვნების
გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. . დისკუსიას აუცილებლად
უნდა ახლდეს
შეკითხვები: რატომ?, როგორ?,
თქვენი აზრით
რა შეიძლება
მომხდარიყო?, როგორ ფიქრობთ?...და
ა.შ. ამ
მეთოდის გამოყენებით
მოსწავლეებში ვითარდება
მსჯელობის, პრობლემის
გადაჭრის, კრიტიკული
ანალიზის და
სხვისი აზრის
პატივისცემის უნარების
განვითარება.
აქტივობა/მეთოდი
,,ფოტოფინიში“
ამ აქტივობის მეშვეობით
მოსწავლეებს ეჩვევიან:
1.
ტექსტის მნისვნელოვანი მომენტების გამოყოფას.
2.
დაკვირვებას
მოვლენათა შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე.
3.
შემოქმედებით უნარებს, როგორიცაა: წარმოსახვა,წარმოდგენა,
ვიზუალიზება.
ფოტოფინიშით შეიძლება გადმოიცეს: მიზეზ-შედეგობრიობა,
მოვლენათა თანმიმდებრობა, მნიშვნელოვანი მოვლენები,სიუჟეტის განვითარების საფეხურები.
ეს მეთოდი განსაკუთრებით წაახალისებს ვიზუალურ-სივრცითი
უნარების მქონე მოსწავლეებს, რადგან მათ საშუალება ეძლევათ, თავიანთი ცოდნა ილუსტრაციების მეშვეობით გადმოსცენ.
მასწავლებლის მიზანია ტექსტი ადვილად
გასაგები და დასამახსოვრებელი გახადონ ილუსტრაციების მეშვეობით. მასწავლებელი მოსწავლეებთან
ერთად არკვევს ტექსტის რომელი მონაკვეთია უფრო მნიშვნელოვანი და ეფექტური დასასურათებლად.
შემდეგ მოსწავლეებს ავალებს დამოუკიდებლად შეარჩიონ ილუსტრაციით გადმოსაცემი იდეები,
პერსონაჟები, საკვანძო მომენტები.
აქტივობის დასრულების შემდეგ დაფაზე
გამოიფინება ფოტოფინიშის სქემა, რომელსიც მოსწავლეები განათავსებენ თავიანთ ნამუშევრებს.
მეთოდი/აქტივობა ,,კომიქსი“
კომიქსი ეფექტური საშუალეება იმისათვის,
რომ მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტის გააზრება.
ეს მეთოდი ეხმარება მოსწავლეებს წაკითხული ტექსტის მიხედვით ილუსტრაციების შექმნაში,
კითხვისა და წერის მოტივაციის ამაღლებაში, წვრილი მოტორიკის განვითარებაში, წარმოსახვის,
ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში, ტექსტიდან მნიშვნელოვანი საკვანძო
საკითხების ამოცნობაში. კომიქსის სურათებზე ხდება ტექსტის დიალოგური ბუშტების ან ტიტრების სახით მიწერა,
რაც მეტად საინტერესოს და ხალისიანს ხდის სწავლებას.
წიგნიერების
განვითარებაში ინოვაციური
მეთოდებისა და
აქტივობების გამოყენება
მრავალმხრივი პროცესია
და მასწავლებლის
დაუზოგავ შრომას მოითხოვს. ეს უნდა
იყოს უწყვეტი
პროცესი, რათა
მოსწავლეებს აუმაღლდეთ მოტივაცია, რაც ხელს შეუწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას და მომავალში მოზარდებს შესაძლებლობა მიეცემათ თვითრეალიზაციის, განსაზღვრონ საკუთარი
უნარები და შესაძლებლობები, რათა ადვილად
დაიმკვიდრონ თავი საზოგადოებაში.
IV კლასში
ინტერაქტიული სწავლების მეთოდებიდან მრავალი საინტერესო აქტივობა შეიძლება
გამოიყენოს მასწავლებელმა. მათგან მე და ჩემმა
მოსწავლებბმა ყურადღება შევაჩერეთ ვაჟა– ფშაველას მოთხრობაზე ,,სათაგური“, რევაზ ინანიშვილის
მოთხრობაზე ,,საცოდავი თრიები“ და ,,ჩვენი
ყოჩაღი სკვინჩა“.
გამოყენებული ლიტერატურა:
სასწავლო მეთოდოლოგიური
რესურსების კრებული.
კითხვისა და წერის
სწავლება დაწყებით საფეხურზე G-PRIED 2015.
სოფიკო
ლობჟანიძე. როლური თამაში
- თანამშრომლობითი სწავლების
ერთ-ერთი
მეთოდი.